ამ უთქმელობამ გამწირა ისევ.
გუშინ საღამოს მომიკლეს გრძნობა.
იმედის ღრუბლებს მე აღარ მივსდევ,
მომენატრება მათთან ანცობა. უნდა შევეშვა მე შენთვის ბრძოლას.
ჩემ სიყვარულს ხომ არც ივლებ გონში.
გადავეჩვევი სიტყვების სროლას
და ამ ლექსებით გავცურავ ომში.
ვიცი, სიკვდილი იქაც დამჩაგრავს.
თან წაყვანაზე მომართმევს უარს.
მაშინ დავტენი ძველ, შავ დამბაჩას
და ჯოჯოხეთში დავწერ მემუარს.
იმ მტანჯველ ცეცხლსაც შენით გავუძლებ,
ან რა იქნება იმაზე მწველი?
რასაც მე შენი ცქერისგან ვუძლებ
და არ მაქვს ნება შეგახო ხელი.
შავ ჯოჯოხეთშიც შენზე ვილოცებ,
თუ კი სატანა მომცემს უფლებას.
მანამდე უფალს ერთხელაც შევთხოვ,
მაღირსოს შენგან თავისუფლებას ! !
!