მთავარი » 2010»ნოემბერი»19 » ყოველთვის ასე ხდება... დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ.
3:41 PM
ყოველთვის ასე ხდება... დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ.
.ყოველთვის ასე ხდება... დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ... მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ცისფერი ყვავილები შეიძლება მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის თეთრ, უმშვენიერეს ვარდებს დაინახავს. იმიტომ, რომ მინდვრის ცისფერი ყვავილების და მაისის თეთრი ვარდების თაიგული არასოდეს იქნება ერთად ლამაზი... ...მე არაფერს გისაყვედურებ... მხოლოდ მეყვარები... რაღაც არაამქვეყნიურად... სევდანარევი სიყვარულით... მერე შენ წახვალ... წახვალ და იქნები კაცი ბედნიერი... მამა და გეყოლება ერთი, ორი ან სამი შვილი... მერე და რა მალე ბერდებიან ბედნიერი ადამიანები?... გეყვარება ცოლი, ეყვარები მასაც, მაგრამ არა ისე, როგორც მე, რადგან ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით შეყვარება... გავა დრო და მე დაგესიზმრები... ლამაზი, უჩვეულო თმებით, ჩემი ბავშვური თვალებით... გაგეღვიძება და გაგახსენდებ ის სულელი გოგონა, რომელიც ისედაც ლამაზი იყო მაისის თეთრი ვარდების გარეშე. შენ დამიძახებ... მე აუცილებლად მოვალ... მაგრამ მაშინ აღარ მექნება ლამაზი თმები... აღარც თვალები მექნება ლამაზი... რატომ?... ცრემლი ხომ ფერს უცვლის მათ?... დამინახავ და დაგენანება ის ლამაზი გოგონა, რომელიც რამდენიმე წელი, რამდენიმე თვე ან სულაც რამდენიმე დღე გიყვარდა...