უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე... ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ... ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ, ქალბატონო... რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი... ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს... გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად, მიამიტი შეგრჩენიათ, ქალბატონო... მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ? ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო... დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს... ახლა მაინც მომისმინეთ, ქალბატონო... მაგ სიმტკიცით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ, რა სარგებელს ელით ბოლოს? მენანებით ლოდინით და დარდით დაგლილს, სიბერეც რომ შეგპარვიათ, ქალბატონო... თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე, ამიხსენით, მიმახვედრეთ, არ დამზოგოთ... საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავეთ... სინანულიც გვიანია, ქალბატონო... ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი, ზოგი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს... არ მოგწყინდათ მარტოდმარტო ხეტიალი? გულახდილად მიპასუხეთ, ქალბატონო... დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების... ქადს მოგიხრით ამ წუთებს სამახსოვროთ... გახსოვთ, მაშინ თვალს რომ ვეღარ გაცილებდით? ახალა კიდევ...რა გატირებთ, ქალბატონო... თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ... დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო? მომიტევეთ, ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ და სახლამდე მიგაცილებთ, ქალბატონო...[size=22][color=gray]
|